არსებობის უფლება

არსებობის უფლება
ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რა თქმა უნდა, არსებობის უფლებაა (იხილეთ მე-13 თავი). მკვიდრი მოსახლეობის ბევრ ჯგუფს წარსულში ისე ეპყრობოდნენ, რომ დღეს ამდაგვარი მოპყრობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განსჯადი საქმე იქნებოდა. იმპერიათა წარმოშობის პერიოდში გენოციდის ხასიათის ქმედებები არ ისჯებოდა, რადგან არ არსებობდა სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალი. მართალია, დღეს მკვიდრი ხალხების უფლება ფიზიკურ არსებობაზე გაპროტესტებას არ ექვემდებარება, მაგრამ მათი კულტურული ტრადიციების უწყვეტი განვითარება პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის კომენტატორთა ნაწილი ამტკიცებს, რომ საჭიროა კულტურული გენოციდის აღიარება (მაგ. დანი), მით უმეტეს, რომ გენოციდის შესახებ კონვენციის ადრეული პროექტები შეიცავდა დებულებას კულტურულ გენოციდთან დაკავშირებით: ეს იყო ჯგუფის დამახასიათებელ თავისებურებათა სასტიკი განადგურება. მაგრამ ამ დებულების კონვენციაში შეტანას აშშ-მ და საფრანგეთმა არ დაუჭირეს მხარი. ამიტომ კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ გენოციდს, ხოლო კულტურული გენოციდის საკითხი ისევ მეცნიერთა მსჯელობის საგანია.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "არსებობის უფლება" в других словарях:

  • პრესის ლიბერალური რეჟიმი — ლიბერალური, ან ლიბერტარიანული რეჟიმი, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (1948) მე 19 მუხლის წყალობით, საერთაშორისო ნორმად იქცა. ის ეფუძნება მე 18 საუკუნის ევროპაში, განმანათლებლობის ხანაში წარმოქმნილ დოქტრინას,… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება — ინფორმაციის თავისუფლება გავლენას ახდენს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლებებთან. ინფორმაციის თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ინფორმაციის …   Georgian encyclopedia

  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია — • ქართულ პარტიებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა. ის 1978 წელს დაარსდა როგორც დისიდენტთა არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა სისტემას უპირისპირდებოდა. ამ პერიოდში პარტიის წევრებს შორის უფრო არაფორმალური… …   Georgian encyclopedia

  • კონფედერაცია — მყიფე გაერთიანება, იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ხანგრძლივი ვადით. კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია 1803 1815 და 1815 1848 წლებში, აშშ 1776 1787 წლებში, გერმანიის …   Georgian encyclopedia

  • რელიგია — • თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი …   Georgian encyclopedia

  • ფემინიზმი — • სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” ეს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»